გაცვლისა და დაბრუნების პოლიტიკა

პოლიტიკა და პირობები

მომხმარებელს უფლება აქვს დააბრუნოს ან გაცვალოს შეძენილი პროდუქტი საქონლის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, პროდუქტის/პროდუქტების ორიგინალი მდგომარეობით დაბრუნებით.

გაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ პროდუქტების, რომლებიც იდეალურ მდგომარეობაშია, არ არის გამოყენებული და არ არის გარეცხილი, შეფუთულია ორიგინალურ მდგომარეობაში და აქვთ შესაბამისი პროდუქტის ეტიკეტი. 

Qikini არ არის პასუხისმგებელი პროდუქტის არასწორად გამოყენებაზე ან არასწორ რეცხვაზე. სავალდებულოა პროდუქტის ეტიკეტზე და შესაბამის პროდუქტის გვერდზე მითითებული რეცხვის ინსტრუქციის დაცვა. არასათანადო მოვლის შედეგად დაზიანებული ნივთების დაბრუნება ან გაცვლა არ მიიღება.

მიწოდების ხარჯები

დაბრუნებული ან გაცვლილი პროდუქტის ტრანსპორტირების ხარჯები მთლიანად მომხმარებლის პასუხისმგებლობაა, ხოლო პროდუქტის ხელახალი გაგზავნის ტრანსპორტირების ხარჯებს ჩვენ დავფარავთ.

კონტაქტი

თუ თქვენ გაქვთ რაიმე სხვა შეკითხვები დაბრუნებასთან, გაცვლასთან ან თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ, რათა საუკეთესოდ დაგეხმაროთ! დამატებითი კითხვებისთვის ეწვიეთ support@qikini.com-ს .